როთი: თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტს ელოდოთ ჩვენგან, ვიდრე მხოლოდ საუბარია

პუბლიკა

„თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტს ელოდოთ ჩვენგან, ვიდრე მხოლოდ საუბარია”, – ამის შესახებ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტს ელოდოთ ჩვენგან, ვიდრე მხოლოდ საუბარია. გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის მხარდაჭერებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას. მე ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა ბრაზით, მაგრამ გთხოვთ, მე დავესესხები მიშელ ობამას და ვიტყვი, თუ ისინი მიდიან დაბლა, ჩვენ ავდივართ ზემოთ. არ დაიჯეროთ ტყუილები და კონსპირაციული თეორიები.

ჩვენ არ ვართ რადიკალები. თქვენ არ ხართ რადიკალები, თქვენ ჩვეულებრივი ევროპელები ხართ, რადგან თქვენ იბრძვით იმისთვის, რაც არის ევროპა რეალურად. დემოკრატია, თავისუფლება. მე გესაუბრებით თქვენ, რადგან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდეთ. ჩვენ აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ ასევე ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს.

ჩვენი მესიჯი ამ მთავრობისთვის და მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი – შეაჩერეთ ეს კანონი. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პარტიას, თაობებს, რწმენას, თუმცა ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები. ეს არის ზუსტად ის, რატომაც უნდა გთხოვოთ, რომ არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი იდეების სიძლიერის, რადგან ამაყი ევროპელები წარსულში ანგრევდნენ კედლებს, მათ გადალახეს სიძულვილი და ბრაზი, რადგან მათ სჯერათ თავისუფლების და დემოკრატიის. თქვენ ყველანი გვამხნევებთ ევროპაში. გთხოვთ, დარჩით მტკიცედ და ერთიანად. მე ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა როთმა.

თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თბილისში ვიტიზად იმყოფებიან ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან.