RS: უცხო ქვეყნის მოქალაქეს არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი შემოჰქონდა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი” დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა: 40 000 000 რუსული რუბლი იპოვეს.

„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 164 000 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა”, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.