რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) განცხადებას ავრცელებს ორი ფრანგი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გმობენ საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელ ტენდენციას, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი მედიის მიერ მიმდინარე პროტესტის გაშუქებას.
„საქართველოში სადავო არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროტესტების გაშუქებით ცნობილი ორი ფრანგი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა წარმოადგენს მედიის დაშინებისკენ მიმართულ მიზანმიმართულ სტრატეგიას. RSF მკაცრად გმობს ასეთ თვითნებურ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაიცვას საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლების კუთხით და ამავდროულად, მოუწოდებს საფრანგეთსა და ევროკავშირს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.“
2025 წლის თებერვალში საქართველოში არ შემოუშვეს ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო – ჟირარდო 2012 წლიდან საქართველოში მუშაობს, აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, ჰყავს ქართველი ცოლი და შვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტის თანახმად, მისთვის ზუსტად არ განუმარტავთ, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში. მაგრამ ჟირარდო დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მის საქმიანობას უკავშირდება. 31 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი ფრანგი ჟურნალისტი, ჟერომ შობო.