რუბლებში მომსახურება კანონით აკრძალულია და კანონის ფარგლებში იქნება რეაგირება - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე იმაზე ისაუბრა, რომ რუსი ტურიტების მიმართ ქსენოფობიური კამპანიაა.

ჟურნალისტები შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე როდესაც ზოგიერთი კაფე თუ კვების ობიექტი მომსახურებას უწევს რუს ტურისტებს რუბლებში, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს კანონით აკრძალულია.

„რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია ამაზე კანონის ფარგლებში იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაზე რეაგირება. რაც შეეხბა იმას, რომ ვიღაცა საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაცა მეორეზე და ეს ადამიაების გადასაწყვეტია. ეს არი ადამიანების კონსტიტუციური უფლება”, _ თქვა მან.