„რუსები დონბასში ახალი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან" - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო ვიდეომიმართვაში ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

,,ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა ძალიან მძიმეა. რუსი სამხედროები დონბასში, ხარკოვის მიმართულებით გროვდებიან, ახალი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ჩვენ, კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის ვემზადებით. ჩვენ, აუცილებლად ყველა, როგორც შიდა, ასევე გარე შესაძლებლობებს ვიყენებთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: წინ მძიმე ბრძოლები გველის. ახლა ვერ ვიფიქრებთ, რომ ყველა გამოცდა უკვე ჩავაბარეთ. ჩვენ ყველანი ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მაგრამ როცა მოვა, ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა მოდის” – თქვა მან.

ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკუპანტები გადიან, თუმცა დაბომბვა შესაძლოა გაგრძელდეს.

,,ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკუპანტებს ძალები გაჰყავთ. გაყვანა ნელია, თუმცა შესამჩნევი. ზოგან მათ ბრძოლებიდან აძევებენ, ზოგან დამოუკიდებლად ტოვებენ პოზიციებს. პირველ რიგში, დაბომბვა შეიძლება გაგრძელდეს. მეორე, მთელ ამ ტერიტორიას ნაღმავენ. ნაღმავენ სახლებს, აღჭურვილობას, გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებსაც კი. ძალიან ბევრი ნაღმია, ძალიან ბევრი სხვა საფრთხეა. ჩვენ წინ მივდივართ, ფრთხილად მივიწევთ და ყველა, ვინც ამ მხარეში ბრუნდება, ასევე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს! ჯერ კიდევ შეუძლებელია, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება. დაველოდოთ ჩვენი მიწის გაწმენდას, დაელოდეთ, სანამ დარწმუნდებით, რომ ახალი დაბომბვა შეუძლებელია”, – თქვა ზელენსკიმ.