რუსებმა დაბომბეს სვიატოჰორსკის ლავრა, რომელსაც მოქალაქეები აფარებდნენ თავს

პუბლიკა

დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სვიატოჰორსკის ლავრა დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მონასტერს 520 დევნილი აფარებდა თავს, მათგან 200 ბავშვი.

ბომბი სვიატოჰორსკის ერთ-ერთი ხიდიდან 50 მეტრში, მონასტრის შესასვლელთან ჩამოვარდა, დააზიანა ტაძარი, ჩაიმსხვა შუშები და დაშავდნენ მოქალაქეები, რომელთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ლავრის ხელმძღვანელების თქმით, მათ მახლობლად არანაირი სამხედრო ობიექტი არაა განთავსებული. სვიატოჰორსკს კი ჯამში 10 000-მდე დევნილი აფარებს თავს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile