რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს

პუბლიკა

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს.

უკრაინის მედიის ცნობით, ოდესაში მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ჯერ ისევ ეძებენ ადამიანებს. არის მსხვერპლი.

ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე შვიდი დაშავდა.

ხარკოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.