რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფანს გახსნის - CNN

პუბლიკა

რუსეთი აცხადებს, რომ გახსნის საევაკუაციო დერეფანს ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

„საევაკუაციო დერეფანი მარიუპოლიდან ზაპორიჟიამდე ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა.

CNN წერს, რომ როგორც გენერალმა თქვა, რუსული ძალები,  ისევე როგორც, ე.წ., დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალები ამ დროს შეაჩერებენ ცეცხლს და იარაღის გამოყენებას.


უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქალაქ მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსების დაახლოებით 90% დაზიანებულია. ამ შენობებიდან 60%-ს პირდაპირ მოხვდა ბომბი,  40% კი ხანძრის შედეგად განადგურდა.