რუსეთი და ჩინეთი ამერიკის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას გმობენ

პუბლიკა

რუსეთი და ჩინეთი  გმობენ ამერიკის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას.  ამის შესახებ ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებში ვკითხულობთ.

“სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმები, ნებისმიერი არგუმენტის შემთხვევაშიც კი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. საგანგაშოა, რომ შეტევა განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.

მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დაბრუნებისკენ და ამ დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაზრდისკენ“, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჩინეთიც მკაცრად გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას.

„აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“ – წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, გამთენიისას 6-მა ამერიკულმა B -2 ბომბდამშენმა თვითმფრინავმა ირანში ბირთვულ ობიექტებზე ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, 12 ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდო.

“დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში… მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“, – დაწერა დონალდა ტრამპმა.