რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს - ჯონსონი

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ამჟამად ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს.

„ვშიშობ, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ვხედავთ, მასშტაბების გათვალისწინებით ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ომი ევროპაში 1945 წლის შემდეგ.” – თქვა ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში.