რუსეთი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებს აღარ აყენებს - პოდოლიაკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მათთან მოლაპარაკებისას რუსული მხარე ულტიმატუმებს აღარ აყენებს.

„მეტი სიცხადისთვის, მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაცია აღარ აყენებს ულტიმატუმებს, პირიქით, ყურადღებით უსმენს ჩვენს შეთავაზებებს. უკრაინა არ დანებდება და არ დათმობს თავის პოზიციებს. ჩვენი მოთხოვნებია – ომის დამთავრება და რუსი სამხედროების გაყვანა. მე ვხედავ გაგებას და დიალოგი გრძელდება“, –  წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მანამდე განაცხადა, რომ ჯერჯერობით მეოთხე შეხვედრა არ იგეგმება და არ შედეგება მანამ, სანამ არ შემუშავდება ე.წ იურიდიული ფორმატი.

თუმცა, პოდოლიაკის თქმით, ვიდეოფორმატით რუსეთთან მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს.

LB loan image desktop LB loan image mobile