რუსეთი სომხეთისგან მოითხოვს განმარტებას, რატომ აუკრძალეს სიმონიანსა და ზატულინს ქვეყანაში შესვლა

პუბლიკა

რუსეთი სომხეთისგან მოითხოვს განმარტებას, რატომ აუკრძალა სომხეთმა რუსული პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის მთავარი რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და რუსეთის დუმის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულინს ქვეყანაში შესვლა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 27 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მაშინვე მივმართეთ სომხურ მხარეს დიპლომატიური არხებით ოფიციალური დასტურისა და განმარტებისთვის“, – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვის შემდგომი ქმედებები და რეაქცია ერევნიდან ოფიციალური პასუხის მიღების შემდეგ გაირკვევა.


რამდენიმე დღის წინ მარგარიტა სიმონიანმა დაწერა, რომ მას სომხეთში შესვლა აუკრძალეს.

მანამდე თავად დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა გაასაჯაროვა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ზატულინის ბოლოდროინდელი განცხადებები ზიანს აყენებს სომხეთისა და რუსეთის მეგობრულ ურთიერთობებს და სომხეთში მისი ჩასვლა მიზანშეწონილი არ არის.