სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს.
გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სუს-ში მუშაობის პერიოდში „ქართული ოცნების“ მოთხოვნით დაინიშნა 2 ელჩი, რომელიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა. გოგაშვილის ინფორმაციით, კანდიდატებიდან ერთ-ერთს რეკომენდაციას გოგა ხაინდრავა უწევდა.
გოგაშვილი წერს, რომ დანიშნული ელჩების გადანიშვნის დრო, სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდშია – გოგაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატებს, რომელთაც ინფორმაციაზე წვდომა აქვთ, კონკრეტული გვარების მიწოდებას სთავაზობს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სანამ რომელიმე ქვეყანაში წარადგენს საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს, სუსში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუსის ფუნქციაა, გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს „თავისუფლების ქარტიაც“, თუ კანდიდატი ირიცხება „სუსის“ აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩემი სუსში მუშაობის პერიოდში საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად, მე გადავეცი დავალება, შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ, ბუნებრივია, შეაწუხეს თავიანთი „პატრონი“, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა, ამეხსნა, თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. „შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო“ ,– თქვა გომელაურმა.
ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე, რა ხდებაო. მე მას ავუხსენი ყველაფერი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ, მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე“, – წერს აღწერს გოგაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაში.