ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში, საშუალოდ, 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.
TI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც 3-ჯერ აღემატება წინა 27 წლის მაჩვენებელს.