რუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ინფიცირებულია ასევე იაკუშევის მოადგილეც – დიმიტრი ვოლკოვი.
30 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც.
Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 114 431 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 1 169 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 13 220 პირი.