რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა, – წერს სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი”.

სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ მიშუსტინმა უკვე აცნობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და განაცხადა, რომ ის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადადის თვითიზოლაციის რეჟიმზე. კომუნიკაციას კი ტელეფონითა და ვიდეოსაშუალებებით გააგრძელებს.