რუსეთის შსს-მ მემორიალებთან ყვავილების მიმტანი პირების იდენტიფიცირების ბრძანება გამოსცა

პუბლიკა

რუსეთის შსს-მ გამოსცა ბრძანება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, რომლის მიხედვით, 17 თებერვლიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მონუმენტებთან „სევდის კედელთან“ და „სოლოვეცკის ქვასთან“  ხალხის რაოდენობის შესაძლო ზრდის გათვალისწინებით, დაიწყო პოლიციელთა სადღეღამისო მორიგეობა;

ბრძანება ასევე განსაზღვრავს, რომ იდენტიფიცირებულ უნდა იქნას მონუმენტებთან ყვავილების მიმტანი ყველა პირი შესაძლო სამართალდარღვევის ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის იდენტიფიცირებისთვის;

ეს ბრძანება ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციების გამო გამოიცა.

17 თებერვალს BBC იუწყებოდა, რომ ხალხს ყვავილები, სანთლები და ნავალნის პორტრეტი მიაქვს პოლიტმატიმრების და რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებზე, პოლიცია კი ბლოკავს ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებს, უცნობი პირები ანადგურებენ სპონტანურ მემორიალებს.

რუსეთის მასშტაბით ასობით ადამიანია დაკავებული.