რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ ევროპარლამენტის სისტემებზე კიბერთავდასხმა მოხდა - მეცოლა

პუბლიკა

ევროპარლამენტის სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კიბერთავდასხმაზე პროკრემლისტურმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა.

„ჩვენი IT ექსპერტები წინააღმდეგობას უწევენ და იცავენ ჩვენს სისტემებს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთი ტერორისზმის სპონსორ სახელმწიფოდ ვაღიარეთ.

ჩემი პასუხია: დიდება უკრაინას #SlavaUkraini“, – წერს მეცოლა.

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის გამო ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარეს – ევროპარლამენტი ოფიციალურ პრესრელიზს ავრცელებს.