რუსეთმა კიევში საცხოვრებელ კორპუსებზე დრონებით აფეთქებები განახორციელა

პუბლიკა

დილიდან კიევში საჰაერო განგაშია. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი ირანული კამიკაძე დრონებით კიევში საცხოვრებელ კორპუსებს თავს დაესხა.

დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში ოთხი აფეთქება მოხდა.

როგორც Ukrainska Pravda წერს, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი. სხვა ინფორმაცია დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ არ არის ცნობილი.