რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე რაიონი დაზარალდა, ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოს რაიონში იყო.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, ყველა დაღუპული შევჩენკოს რაიონში მდებარე მრავალსართულიან შენობაში იმყოფებოდა. უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავდა 19 ადამიანი, რომელთაგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხუთსართულიანი შენობის ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად დანგრეულია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.