რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ლგანსკისა და დნეპრის რეგიონზე. განადგურებულია აეროპორტი და დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი.
ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაბომბილ ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„აეროპორტისგან აღარაფერი დარჩა, მაგრამ დაბომბვას მაინც აგრძელებენ“, – განაცხადა გუბერნატორმა.