რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპრის რეგიონზე, განადგურებულია აეროპორტი – კიევი

პუბლიკა

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ლგანსკისა და დნეპრის რეგიონზე. განადგურებულია აეროპორტი და დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი.

ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაბომბილ ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„აეროპორტისგან აღარაფერი დარჩა, მაგრამ დაბომბვას მაინც აგრძელებენ“, – განაცხადა გუბერნატორმა.