რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ გელა ბეგლარიშვილს რუსეთმა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ ბეგლარიშვილი მონაწილეობდა ოპერაციებში დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების წარმომადგენლების და სხვა რუსი სამხედროების წინააღმდეგ.

გელა ბეგლარაშვილი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში DPR და LPR უშიშროების წარმომადგენლების, ასევე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი წერს:

„ბეგლარიშვილი 2022 წელს ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინის  გასამხედროებულ ფორმირებას. მან გაიარა სამხედრო მომზადება, მიიღო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფორმა და სპეციალური ტექნიკა. მატერიალური კომპენსაციისთვის მსჯავრდებული ასრულებდა უმაღლესი მეთაურების ბრძანებებს და მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უშიშროების ძალების წარმომადგენლების, ასევე რუსეთის სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ”.

რუსეთმა გელა ბეგლრიშვილზე ძებნა გამოაცხადა.

მის ცოლს, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სნაიპერს, რუსუდან ივანეიშვილს რუსეთი ასევე ასამართლებს დაუსწრებლად.

ბეგლარიშვილი და ივანეიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის აპრილში სიმამაცისთვის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.