რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს

პუბლიკა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოლაპარაკებების დროს განხილულ წინადადებებს ვლადიმერ პუტინს გააცნობენ.

მედინსკის თქმით, კონფლიქტის დეესკალაციისთვის რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს. მედინსკი ეხმაურება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღეს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, კარდინალურად შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები კიევსა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის გაზრდისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოთ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა სამხედრო აქტივობის რადიკალურად შემცირება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განაცხადა ფომინმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გადის.