რუსეთში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგლიძეს

პუბლიკა

რუსეთის პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგლიძეს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა.

TASS-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით, რაც „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულის მონაწილეობას” გულისხმობს. ის სასჯელს რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის.

გიორგი გოგლიძე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან ერთად ოკუპანტებმა ტყვედ 2023 წლის ნოემბერში აიყვანეს.