რუსეთში „სევერსტალის“ ქარხანას დრონი დაეჯახა

პუბლიკა

7 მარტს რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში „სევერსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ვოლოგდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ფილიმონოვი ადასტურებს.

 „ვოლოგდის რაიონში, სევერსტალის საწარმოში დღეს დილით ინციდენტი მოხდა. ინდუქციურ ღუმელს დრონი დაეჯახა.

მთავარია მსხვერპლი არ ყოფილა.

გარდა ამისა, ღუმლის მუშაობა არ შეფერხებულა, ჩვეულებრივ რეიმში მუშაობს საწარმოც. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული და საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ.

დილის 5:40 საათიდან სიტუაციას ვაკონტროლებდით და საგამოძიებო ორგანოების დასკვნას ველოდით“, – წერს ვინოგრადოვი ტელეგრამ არხზე.

„სევერსტალის“ სამმართველოსა და რესურსების აქტივების გენერალური დირექტორი, ევგენი ვინოგრადოვმა  დილით ამ შემთხვევას „ტექნიკურ ინციდენტს“ უწოდებდა.

„დღეს დილით ტექნიკური ინციდენტი მოხდა – ინდუქციური ღუმელი აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი ბლოკი გატანილია წინასწარ ჩანიშნული რემონტისთვის. იძიებენ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს“, – განმარტა ვინოგრადოვმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პარალელურად, რუსეთის რეგიონებსა და საწარმოებში რეგულარულად ხდება დრონებით თავდასხმა.

ჩერეპოვეცის მეტალურგიული კომბინატი „სევეროსტალ როსიისკაია სტალის“ დივიზიონის საკვანძო აქტივია.