რუსი სამხედროები კიევის გარეუბანში არიან, უკრაინელები ამ წუთებში ებრძვიან მათ – The Kyiv Independent

პუბლიკა

უკრაინული მედია The Kyiv Independent წერს, რომ რუსი სამხედროები კიევის გარეუბანში, ობოლონის რაიონში არიან, რომელიც კიევის ცენტრიდან 10 კილომეტრშია.

გამოცემის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამ წუთებში ებრძვიან მათ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ დატოვონ სახლები და ასევე, მოამზადონ მოლოტოვის კოქტეილები.