რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება? - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია რუსი ტურისტების „უპრეცენდენტო რაოდენობით“ ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით ტყუილია და ემსახურება „ტურიზმის სფეროს ჩამოშლას“

„გაჩვენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას, სადაც 2019 წელს საქართველოში 1 474 000 რუსი ტურისტი შემოვიდა მთელი წლის განმავლობაში, 2002 წელს, ანუ წელს შემოსულია 247 ათასი რუდსი ტურისტი , აქ უპრეცენდენტობა ტყუილია, მაგლაითად 2018 წელს 1 405 000, ახლა ჩვენ ვამხილეთ თქვენი და ნაცმოძრაობის ერთობლივი „ფეიკ კამპანია“, იმიტომ რომ არც პროცენტული მაჩვენებლით, არც რაოდენობით… ორივე შემთხვევაში უპრეცენდენტობა არის ტყუილი.

ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში მაგალითად ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გააუქმეს რუსებს ვიზა და უვიზო რეჟიმი დაუწესეს, ახლა გვეუბნებიან, რომ როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქრთველოში. ტურიზმიდან შემოსულ შემოსვალს ურტყამენ, თითქოს რუსულ ინტერსებს იცავს ხელსუფლება.

როცა არ იმჩნევენ მაგალითად, (მართლა არ ვარ იმ ადამიანზე გადაკიდებული, მაგრამ) ხოშტარიას, ის ადამიანები, რომლებიც  რუსულ ნარატივებზე ლაპარაკობენ, ცოტა უხერხულია, ვერ ვხვდები საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.


ბოლო რამდენიმე კვირაა პარტია „ქართული ოცნების“ წევრები აქტიურად მონაწილეობენ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში რუსეთიდან მიღებული „საეჭვო თანხის“ შესახებ. ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ელენე ხოშტარიამ ასევე, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile