Russia Today-ის ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდა

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, ბრიტანულმა მარეგულირებელმა რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერის მქონე საინფორმაციო არხს Russia Today-ის მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.

27 თებერვალს ევროკავშირმა აკრძალა რუსული საინფორმაციო გამოცემების Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირი კრძალავს ამ ორ მედიასაშუალებას რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით.