Russia Today-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს უკრაინაში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

პუბლიკა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ Russia Today-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

„ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ სასამართლო ბრძანების შესრულება (ჯერჯერობით) შეუძლებელია, უკრაინელი პროკურორები აპირებენ უახლოეს დღეებში ეჭვმიტანილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესის დაწყებას, “- ამბობს ის.

პროკურორი წერს, რომ ისინი მოითხოვენ სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მარგარიტა სიმონიანი დააპატიმრონ უკრაინაში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.

LB loan image desktop LB loan image mobile