რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
როგორც „პუბლიკის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ, უზიანებენ ტექნიკას და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
მათ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იუწყება „ტელეკომპანია პირველი“. ფოტოზე ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორი, რომელსაც ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ საუბრობს „ფორმულა“, რომელიც იუწყება, რომ მათ გადამღებ ჯგუფს სცემეს; „ტაბულა“, რომელიც აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტს თავში კეტი ჩაარტყეს, „რუსთავი 2“, „ნეტგაზეთი“, „on.ge“ „მთავარი არხი“.
დაშავებული მედიის წარმომადგენლების განახლებადი სია:
მარიამ ქუმსიშვილი – ჟურნალისტი
მარიკა გოცირიძე – ჟურნალისტი
გიორგი პერტია- ჟურნალისტი
სალომე ბოკუჩავა – ჟურნალისტი
შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი
ზურა მანაგაძე – ოპერატორი
გიორგი კვიწინაძე – ოპერატორი
ბექა ათაბეგაშვილი – ოპერატორი. დამტვრეულია „რუსთავი 2-ის“ ორი კამერა;
ლუკა პერტაია – ჟურნალისტი
მაკო ჯაბუა – ჟურნალისტი
რუსუდან ჯაბანიშვილი – ჟურნალისტი
გურამ თოდაძე – ოპერატორი.დაზიანებულია „ტვ პირველის“ ორი კამერა და ჩართვის აპარატი.
თამთა კახაბერიძე – on.ge ჟურნალისტი
ილია თვალიაშვილი – ოპერატორი
მირანდა ბაღათურია – ჟურნალისტი
ალექსანდრე ლაშქარავა – ოპერატორი
ლუკა ხაჩიძე – ჟურნალისტი
შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი
ანა მდივანი – ჟურნალისტი
რატი წვერავა – ჟურნალისტი
თორნიკე მანდარია – ჟურნალისტი
დათო ქორიძე – ოპერატორი
დათო ახალაძე – ოპერატორი
დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი
ნინო ვარძელაშვილი – ჟურნალისტი
ლევან კალანდია – ოპერატორი
ვახო ქარელი – ფოტოგრაფი
ლევან ბრეგვაძე – ოპერატორი
გუგა მაისურაძე – ჟურნალისტი
გიორგი ნიკოლიშვილი – ფოტოგრაფი
მედიის ჩამონათვალი განახლდება. „პუბლიკა“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას.
დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილები. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.