„რუსთავი 2-ის“ საქმეზე დვალი აქიმიძემ სასამართლოს კვლავ მიმართეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო

პუბლიკა

კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლოში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი პაატა კარსანიძისა და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ისევ შეიტანეს. სასამართლომ საქმე  წარმოებაში მიიღო და „რუსთავი 2-ის“ 60%-ს ყადაღა დაედო.

კერძოდ,  საუბარია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელზე, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

ეს ის სარჩელია, რომელიც კახა კოჟორიძემ დვალი აქიმიძის სახელით ერთხელ უკვე შეიტანა სასამართლოში, თუმცა პირველ ჯერზე მოსამართლემ ის განუხილველად დატოვა. ამ საქმეზე განცხადება სასამართლომ 17 იანვარს გაავრცელა. ამის შემდეგ კახა კოჟორიძის თქმით, მათ სარჩელი ხელმეორედ შეიტანეს სასამართლოში.

„სასამართლომ დატოვა განუხილველად ჩვენი სარჩელი იმ მოტივით, რომ საქართველოს ფოსტამ ვერ ჩააბარა ერთ-ერთ მოპასუხეს, პაატა კარსანიძეს სარჩელი. ორი მოპასუხე გვყავდა პაატა კარსანიძე და ქიბარ ხალვაში და რადგან ორიდან ერთს ვერ ჩაბარდა, სასამართლომ განუხილველი დატოვა სარჩელი. ჩვენ შეგვეძლო, გაგვესაჩივრებინა ეს, მაგრამ ამით დამატებით დროს დავკარგავდით. კანონის თანახმად, მაგ საფუძვლით, რა საფუძვლითაც სასამართლომ განუხილველად დატოვა საქმე, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავიდან არ შეგვიძლია იმავე სარჩელის შეტანა. მარტივად გავაკეთეთ ის, რომ იგივე სარჩელი თავიდან შევიტანეთ. სასამართლომ მიიღო წარმოებაში და ყადაღა დაადო. სამი დღის წინ შევიტანეთ ეს სარჩელი და ორი დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ყადაღა ისევ დაედო და სარჩელი წარმოებაში მიღებულია“, – განუცხადა „პუბლიკას“ კახა კოჟორიძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile