„რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა. დასაქმებულებმა პროტესტი შეწყვიტეს

პუბლიკა

„რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა. საწარმოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

როგორც „პულიკასთან” საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე ამბობს, მათ, ვისი ხელფასიც 1 000 ლარამდეა, ადმინისტრაციისგან ხელზე ასაღები თანხის 200 ლარით მომატების წერილობითი შეთავაზება მიიღეს. რაც შეეხება იმ დასაქმებულებს, ვისი ანაზღაურებაც 1000-დან 1 500 ლარამდეა, სთავაზობდნენ 100 ხელფასის მომატებას, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია და კომპანია სიტყვიერად შეჰპირდა, რომ მათი ანაზღაურებაც 200 ლარით მოიმატებს.

ტყემალაძის თქმით, ხელფასის მომატების პირობა ყველა პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულს არ მიუღია, თუმცა, ადმინისტრაციის თქმით, შემდგომ პერიოდში გადახედავენ ამ საკითხსაც.