რუსთავის ერთ-ერთ საწარმოში კაცი დაიღუპა, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

გუშინ, 2 იანვარს რუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში საწარმოო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საამქროს რეზერვუარში ჩავარდა.

შპს „რუსელოისი“  ფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია საქართველოში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

LB loan image desktop LB loan image mobile