რუსთავის საკრებულოს თანამშრომელს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი „პუბლიკასთან” საუბარში ადასტურებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს შორის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთ-ერთი სწორედ რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედა იყო.
რუსთავის საკრებულოში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია. საკრებულოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის დეპუტატები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საკრებულოს შენობა კი დროებით დახურულია.