რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსთავის საკრებულოს თანამშრომელს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი „პუბლიკასთან” საუბარში ადასტურებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს შორის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთ-ერთი სწორედ რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედა იყო.

რუსთავის საკრებულოში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია. საკრებულოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის დეპუტატები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საკრებულოს შენობა კი დროებით დახურულია.