რუსთავში სავარუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა

პუბლიკა

რუსთავში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მუშა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, ორი დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება.

 

LB loan image desktop LB loan image mobile