რუსული კანონის III მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება

პუბლიკა

რუსული კანონის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. იქამდე, 13 მაისს გაიმართება კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე მოსმენით განხილვა.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია.

სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

გუშინ ევროპის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. დღეს, 12 მაისს მოქალაქეები გეგმავან პარლამენტის წინ შეიკრიბონ 22 საათიდან და ღამე გაათიანონ, რათა 13 მაისს პარლამენტში მისულ დეპუტატებს საპროტესტო აქციით დახვდნენ.