რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

პუბლიკა

მოქალაქეების თქმით, უცხო ნომრებიდან ურეკავენ ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, აგინებენ და ემუქრებიან.

მოქალაქეების ინფორმაციით, ნომრები უკრაინული VPN-ით ფიქსირდება.

„უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რომ ისე „ჩამპიზდავენ“, ვერც გავიგებ“, – წერს ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური სოციალურ ქსელში.

მედია „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა სცემეს.

ბასხაჯაური „აპრილთან“ ყვება, რომ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცხო ნომრიდან შემოსულ ზარებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

„პუბლიკა“ აღნიშნულზე შსს-ს დაუკავშირდა.

უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.