„რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“ - 8 მაისს თბილისში აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

„რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“,- ხვალ თბილისში აქცია დაიგეგმა.

აქციის ორგანიზატორები არიან: უკრაინელი ლტოლვილები, დროა, დემოკრატიის მცველები და Svitanok.

„8 მაისს, მსოფლიოს გარშემო უკრაინელები გამართავენ აქციებს რუსული ნაციზმის წინააღმდეგ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის საქართველოც უნდა იყოს. ამიტომ კვირას, 2 საათზე უნდა დავდგეთ ჩვენს მარიუპოლელ, ხერსონელ, მელიტოპოლელ, ზაპოროჟიელ, კიეველ და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად. დავდგეთ და ვაჩვენოთ ყველას სიკეთის ძალა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ბოროტების რუსულ მანქანას. აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“. კამპანიის მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე. ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები. დიდება თავისუფალ უკრაინას! დიდება გმირებს!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.