„რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

პუბლიკა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ,,რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა.

„ნებართვის გარესე რაიმეს განხორციელება კაფე „ფანტაზიაზე“ დაუშვებელი იქნება და მისი მოვლა-პატრონობა დაევალება მესაკუთრეს, მესაკუთრე ამ შემთხვევაში არის ეკონომიკის სამინისტრო და კაფეს მფლობელობა ექნება სასტუმრო „ჰილტონს“,- განუცხადა „აჭარის მაუწყებელს“ ზაურ ახვლედიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

2014 წელს რვაფეხას დანგრევა დააპირეს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციებით, კაფის შენარჩუნება მოახერხეს. საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი რვაფეხას” წევრები 2014 წელს ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.