სააგენტო: 2024 წლის თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა

პუბლიკა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, 2024 წლის თებერვლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა.

აქედან 29 ფაქტი კახეთში, 3 – მცხეთა-მთიანეთში, 8 ქვემო ქართლში, 5 –
შიდა ქართლში, 8 – სამცხე-ჯავახეთში, 9 – გურიაში, 2 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 5 – იმერეთში, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო -ზემო სვანეთში.

„სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 110.424 მ 3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ არის განთავსებული. 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა 167.234 მ 3 შეადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.