სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.

სააგენტოს ცნობით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.