იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი არსად გადაუყვანიათ და მედიაში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.
„მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება. პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა. სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია. ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა“, – წერს ბრეგაძე.
პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ „პუბლიკას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
პენიტენციურის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სხვა პატიმარს დასჭირდა.
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელდა ვიდოკადრები, როგორ ტოვებს რუსთავის ციხეს სასწრაფო დახმარების მანქანა და პენიტენციური სამსახურის საბადრაგო სამსახურის მანქანა.