პენიტენციური სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის ინფორმაციას არ ადასტურებს

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ „პუბლიკას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

პენიტენციურის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სხვა პატიმარს დასჭირდა.

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელდა ვიდოკადრები, როგორ ტოვებს რუსთავის ციხეს სასწრაფო დახმარების მანქანა და პენიტენციური სამსახურის საბადრაგო სამსახურის მანქანა.