სააკაშვილი „ენმ"-ს პარტიული ერთიანობის მანიფესტის შექმნისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და მხარდამჭერებს მანიფესტის შექმნისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, იგი კატეგორიულად ვერ გაიზიარებს მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით – „ისინი აბსოლუტურად ლეგიტიმურად აირჩნენ ფართოპარტიული არჩევნების შედეგად და ამ თემაზე ამდენი ხანი კამათი გვაკარგვინებს მთავარ მიმართულებას და ეს მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებშია”.

სააკაშვილი სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრს და მხარდამჭერს 23 ნოემბრამდე, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე, ამ საკითხებზე ერთად შექმნან მანიფესტი.

„შემდეგ, 23-ში, ამ მანიფესტს, სადაც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, ერთობლივად მოვაწეროთ ხელი. მანიფესტი უნდა შეიცავდეს ასევე პარტიული ერთიანობის შეთანხმებას. თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას”. – წერს სააკაშვილი.