სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია - ადვოკატი

პუბლიკა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. მისი თქმით, სააკაშვილი პარალმენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება 50 ოპოზიციონერი პარლამენტარი დეპუტატისადმი მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა“, – თქვა მშვენიერაძემ.