მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „რუსული რეჟიმი“ საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ემზადება და ეკლესიაში „გადატრიალებას“ ამზადებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიდეო ჩართვის დროს ისაუბრა.
„ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმის შურისძიებაა ის, რაც ხდება აქ. მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. მე რაც ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას”, – განაცხადა მან.