სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა - ექიმი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი ელენე გიორგაძე ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს დავამთავრეთ მესამე დღე. ყველა ექიმები და თავად პაციენტი ვართ კმაყოფილები. დღეს ოდნავ კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც ეხოკარდიოგრაფია გავუკეთეთ. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა ცილამ უკვე დაიწყო ნელნელა მოწესრიგება.

ამაოსობაშიც უკვე გარკვეული მიკროელემენტების დოზებს ცოტა ვამცირებთ, რომ ყველაფერი თანხვედრაში იყოს. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ისევ ვიქნები მთელი დღე აქ, ნელნელა გავაფართოვებთ კალორაჟს, დავამატებთ სხვადასხვა პროდუქტებს ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე“,- უთხრა ჟურნალისტებს გიორგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.