სააკაშვილის ადვოკატებმა სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მუშაობა დავიწყეთ - ხაჭაპურიძე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ადვოკატებმა სასჯელი გადავადების შუამდგომლობაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

„ადვოკატები ფაქტობრივად უკვე შევუდექით შუამდგომლობის წერას. ეს არ იქნება მარტივი შუამდგომლობა. სულ სხვა სტანდარტით იწერება, აქ ჩართული იქნება სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა, რომელიც არსებობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

…საქმეში ასევე ჩართულები იქნებიან სასამართლოს მეგობრები, გვარებს ჯერ ვერ გავაჟღერებ. ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველი იყოს აუცილებლად. იქნება ერთი ევროპელი, სტრასბურგის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს მეგობარი, იქნება ორი ქართველი… რამდენიმე ექიმს მოვიწვევთ სასამართლოზე მოწმეებად“, – ამბობს ხაჭაპურიძე „TV პირველთან“.

მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის.